სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება
დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ინიციატივა ბიუროზე წარდგება.
10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელსკარლო კაციტაძე სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა. სპეციალური საგამოძიებოსამსახური 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. მას საფუძვლად ედო საქართველოსა დაევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგი, რომლითაცქვეყანამ აიღო ვალდებულება არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნითეფექტიანი რეფორმები განახორციელოს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისხელმძღვანელი აირჩევა 6 წლის ვადით და მას დაფუძნების დღიდან კარლო კაციტაძეხელმძღვანელობს.