შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლასა და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტების თანამშრომლებს მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
