უნგრეთმა ვეტო მოხსნა - ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა საბოლოოდ დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ($105.6 მლრდ.) ოდენობის სესხის გამოყოფისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღების პროცედურა დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთმა დაწესებული ვეტო გააუქმა. როგორც ევროკავშირის სამმა დიპლომატმა მედიას შეატყობინა დახმარების პაკეტის საბოლოო დამტკიცების წერილობითი პროცედურა ხვალ დასრულდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფინანსური დახმარების განბლოკვა უკრაინის მხრიდან „დრუჟბის“ ნავთობსადენის აღდგენასა და რუსული ნავთობის ტრანზიტის განახლებას უკავშირდება. უნგრულმა ენერგოგიგანტმა, MOL-მა და სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, დენისა საკოვამ უკვე დაადასტურეს, რომ ნედლეულის მიწოდება ხვალიდან აღდგება.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარს დაუჭერს - საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე ევროკავშირი გასულ წელს შეთანხმდა. თუმცა აღნიშნული პაკეტის საბოლოოდ დამტკიცება უნგრეთის ვეტოს გამო ვერ ხერხდებოდა. ცნობისთვის, გაცემული $105.6 მილიარდის უპროცენტო სესხი მიზნად 2026-2027 წლებში უკრაინის სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მიწოდებას ისახავს.