ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს და კიდევ 12 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც აშშ-ში ტურისტული ან ბიზნესვიზით (B1/B2) გამგზავრება სურთ, 2 აპრილიდან 5 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოუწევთ.
ახალი რეგულაცია, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შედის და საქართველო იმ 12 ქვეყნის სიაში ხვდება, რომელთაც სავიზო დეპოზიტის (Visa Bond) პროგრამა დაემატათ. პროგრამის მიზანია იმ პირთა რაოდენობის შემცირება, რომლებიც აშშ-ში ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ უკანონოდ რჩებიან.
ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკური და უსაფრთხოების მოტივებით ხსნის. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ერთი არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია აშშ-ის ბიუჯეტს საშუალოდ 18 000 დოლარი უჯდება. გირაოს დაწესებით კი ადმინისტრაცია ცდილობს, ეს ხარჯები თავად ვიზიტორებს დააკისროს და წახალისოს მათი სამშობლოში დაბრუნება.
საქართველოსთან ერთად სიაში მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოტო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი. მანამდე მსგავსი მოთხოვნა უკვე მოქმედებდა 38 ქვეყნისთვის, რომელთა უმეტესობაც აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც აშშ-ის ვიზის მისაღებად დეპოზიტის გადახდა სჭირდებათ:
- ალჟირი (2026 წლის 21 იანვარი)
- ანგოლა (2026 წლის 21 იანვარი)
- ანტიგუა და ბარბუდა (2026 წლის 21 იანვარი)
- ბანგლადეში (2026 წლის 21 იანვარი)
- ბენინი (2026 წლის 21 იანვარი)
- ბუტანი (2026 წლის 1 იანვარი)
- ბოტსვანა (2026 წლის 1 იანვარი)
- ბურუნდი (2026 წლის 21 იანვარი)
- კაბო-ვერდე (2026 წლის 21 იანვარი)
- კამბოჯა (2026 წლის 2 აპრილი)
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (2026 წლის 1 იანვარი)
- კოტ-დ’ივუარი (2026 წლის 21 იანვარი)
- კუბა (2026 წლის 21 იანვარი)
- ჯიბუტი (2026 წლის 21 იანვარი)
- დომინიკა (2026 წლის 21 იანვარი)
- ეთიოპია (2026 წლის 2 აპრილი)
- ფიჯი (2026 წლის 21 იანვარი)
- გაბონი (2026 წლის 21 იანვარი)
- გამბია (2025 წლის 11 ოქტომბერი)
- საქართველო (2026 წლის 2 აპრილი)
- გრენადა (2026 წლის 2 აპრილი)
- გვინეა (2026 წლის 1 იანვარი)
- გვინეა-ბისაუ (2026 წლის 1 იანვარი)
- ყირგიზეთი (2026 წლის 21 იანვარი)
- ლესოთო (2026 წლის 2 აპრილი)
- მალავი (2025 წლის 20 აგვისტო)
- მავრიტანია (2025 წლის 23 ოქტომბერი)
- მავრიკი (2026 წლის 2 აპრილი)
- მონღოლეთი (2026 წლის 2 აპრილი)
- მოზამბიკი (2026 წლის 2 აპრილი)
- ნამიბია (2026 წლის 1 იანვარი)
- ნეპალი (2026 წლის 21 იანვარი)
- ნიკარაგუა (2026 წლის 2 აპრილი)
- ნიგერია (2026 წლის 21 იანვარი)
- პაპუა-ახალი გვინეა (2026 წლის 2 აპრილი)
- სან-ტომე და პრინსიპი (2025 წლის 23 ოქტომბერი)
- სენეგალი (2026 წლის 21 იანვარი)
- სეიშელის კუნძულები (2026 წლის 2 აპრილი)
- ტაჯიკეთი (2026 წლის 21 იანვარი)
- ტანზანია (2025 წლის 23 ოქტომბერი)
- ტოგო (2026 წლის 21 იანვარი)
- ტონგა (2026 წლის 21 იანვარი)
- ტუნისი (2026 წლის 2 აპრილი)
- თურქმენეთი (2026 წლის 1 იანვარი)
- ტუვალუ (2026 წლის 21 იანვარი)
- უგანდა (2026 წლის 21 იანვარი)
- ვანუატუ (2026 წლის 21 იანვარი)
- ვენესუელა (2026 წლის 21 იანვარი)
- ზამბია (2025 წლის 20 აგვისტო)
- ზიმბაბვე (2026 წლის 21 იანვარი)
