დღეს ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართება

დღეს, 11 მარტს, ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართება.

ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დებატების სახელწოდებაა "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში". ამ საკითხზე ევროპარლამენტში 12 მარტს რეზოლუციასაც უყრიან კენჭს.