საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, ამასთან, კოლეგებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრა, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
