მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა დაკავშირებადობის ფუნქციის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამაში ძალიან დიდი ინვესტიციები იდება.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, 2030 წლის ბოლომდე გზის თითქმის ყველა პრინციპული მონაკვეთი იქნება დასრულებული თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
