ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საქართველოს ხელოვნურად, ქვეყნის გარედან თავს ახვევდნენ სიძულვილს, უნდოდათ, საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად ქვეყანა ამას უნდა დაუპირისპირდეს.
„ჩვენი მიზანია დეპოლარიზაციის ხელშეწყობა. საქართველოში ხელოვნურად, ქვეყნის გარედან თავს გვახვევდნენ სიძულვილს, უნდოდათ, საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენი ამოცანა, მიზანი არის საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება. ჩვენ გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ერთად ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს დეპოლარიზაციამდე“, - განაცხადა პრემიერმა.
