მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დაესწრო.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად გამართულ საზეიმო მიღებას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ესწრებოდა.

ღონისძიება პალაცო რეალეში გაიმართა.