შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების მშენებლობისა და აღჭურვის, მესაზღვრეების გადამზადების, ოპერატიულ - საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტებზე ინფორმაცია მიიღო, რომელიც მიმართულია საზღვრის დაცვის გაძლიერებაზე, ასევე, მესაზღვრეებისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.