სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღესაა ჩანიშნული.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამავე კომისიის ფარგლებში, ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან, ბოლოს კი შეხვედრა გაიმართება საწვავის ფასთან დაკავშირებით.
