ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა

ციხიდან გათავისუფლებული ზურა ჯაფარიძე დრეს საღამოს რუსთაველსი გამზირზე მივა - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმa, ლიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც ოპოზიციასთან და აპარტიებთან, ისე სამოქალაქო აქტივისტებთან. 

"დღეს საღამოს რუსთაველზე ვაპირებ გასვლას. ასევე რასაც ვაპირებ, რაღაც შეხვედრები უკვე დაგეგმილი მაქვს. ყევლასთან, ოპოზიციურ სპექტრტან, პარტიებთანაც, აქტივისტებთანაც, ბევრი ადამიანი გამოჩნდა ვინც საჯაროდ ლაპარაკობს, თავისი თავისთვსი არც აქტივისტი დაურქმევია, არც პოლიტიკოსი, მაგრამ ციხიდან რომ ვუსმენდი, ძაან აგსაგებად ლაპარაკობდა და გულწრფელობა მოდიოდა. ეგეთ ადამაინებსაც შევხდები ", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.  

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიმდინარე წლის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.