ირანთან ომში აშშ-ს ნატო საერთოდ არ სჭირდებოდა, თუმცა ალიანსი იქ უნდა ყოფილყო - ტრამპი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 51
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მიმართებით მისი მიდგომა შედეგს იძლევა.
„მეორე მხარეს გარიგების დადება ძალიან უნდა. რასაც არ უნდა ვამბობდე ან ვაკეთებდე, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მუშაობს“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც მას ირანის მიმართ მუქარის შესახებ ჰკითხეს.
ნატო-ს შესახებ საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან ომში აშშ-ს ალიანსი „საერთოდ არ სჭირდებოდა“, თუმცა მისივე თქმით, ნატო „იქ უნდა ყოფილიყო“.
ჟურნალისტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხა, მაშინ რატომ სურდა ალიანსის წევრების ჩართვა კონფლიქტში. „მინდოდა მენახა, ჩაერთვებოდნენ თუ არა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს „სულ მცირე მინიმალური ძალისხმევა მაინც უნდა გამოევლინა და უფრო თბილი სიტყვები უნდა ეთქვა“,
აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თუ სტარმერი „ჩრდილოეთ ზღვას გახსნის” და „მიგრაციის პოლიტიკა გაამკაცრებს”, ურთიერთობა შეიძლება „აღდგეს”. როგორც ტრამპმა აღნიშნა, სტარმერი თუ ამას არ გააკეთებს, შანსი არ ექნება.
No article in the selected categories
