ჯეი დი ვენსი მოლაპარაკების პროცესში ჩართული რომ იყოს, გაერკვეოდა, რა არის „პატარა ნაჭერი“ და რა არის დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორია - ზელენსკი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 112
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას „რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე ვაჭრობის“ შესახებ.
„ვიცე-პრეზიდენტი, სრული პატივისცემით, არ მონაწილეობს შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. და მე ვფიქრობ, რომ ის და სხვა ოფიციალური პირები ჩართულნი რომ იყვნენ, ალბათ გაერკვეოდნენ, რა არის „პატარა ნაჭერი“, რა არის უკრაინის ტერიტორია, დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორია“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიზნებს შორის ტერიტორიების ოკუპაციაც შედის. მისივე თქმით, ეს მიზანი ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის არსებობდა.
რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების შესახებ მოლაპარაკების პროცესის კომენტირებისას ჯეი დი ვენსმა ეჭვქვეშ დააყენა „რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე“ კამათის
No article in the selected categories
