ისრაელის ქალაქ ხაიფაში სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა - ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოიღეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 33
ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიღეს. ინფორმაციას The Times of Israel სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაშველების განცხადებით, ოპერაცია კვლავ გრძელდება და ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ ორი ჩარჩენილი ადამიანის ძებნა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ძალები, რომლებიც ნანგრევების გაწმენდასა და შესაძლო გადარჩენილთა პოვნას ცდილობენ.
ცოტა ადრე გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნანგრევებში სულ ოთხი ადამიანი იყო მოყოლილი, რის შემდეგაც მაშველებმა აქტიური სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყეს.
No article in the selected categories
