ირანში ჩამოგდებული ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრი უსაფრთხოდ და კარგადაა - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ  გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკარგული ამერიკელი ჯარისკაცი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს:

„ჩვენ ის ვიპოვეთ! ჩემო თანამემამულენო, ამერიკელებო, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შეერთებული შტატების სამხედროებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში.

ის ირანის რთულ მთიან რეგიონში იმყოფებოდა და მტრები მასზე ნადირობდნენ, თუმცა აშშ-ის სამხედროები მის ადგილსამყოფელს 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

დიდი სიხარულით ვიტყობინები, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ახლა უსაფრთხოდ და კარგადაა."

ცნობისთვის, ამერიკული ეფ-15-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.