"მას არ ეგონა, რომ უკანალზე მაკოცებდა" - ტრამპი საუდის არაბეთის მეფეზე
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 181
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "მომავლის საინვესტიციო ინიციატივის" ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, საუდის არაბეთის ლიდერებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
მიმართვის ვიდეო, თეთრი სახლის ოფიციალურ youtube გვერდზე გამოქვეყნდა.
"ბოლო 14 თვის განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციამ მიაღწია ალბათ ყველაზე დრამატულ ერთწლიან ცვლილებას ნებისმიერი ერის ისტორიაში. ცოტა ხნის წინ, როდესაც საუდის არაბეთის მეფესთან ერთად ვიყავი, მან შემომხედა და მითხრა: „იცით, ეს საოცარია. ერთი წლის წინ თქვენ მკვდარი ქვეყანა იყავით, ახლა კი ყველაზე ძლიერი ქვეყანა ხართ მთელ მსოფლიოში“. მას არ ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მას არ ეგონა, რომ უკანალზე მაკოცებდა. ნამდვილად არ ეგონა.... ფიქრობდა, რომ მე ვიქნებოდი კიდევ ერთი ამერიკელი პრეზიდენტი - ხელმოცარული, რომლის ქვეყანაც დაღმართზე ეშვებოდა. ახლა კი ის იძულებულია, ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი იყოს,"- განაცხადა ტრამპმა.
No article in the selected categories
