დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად რეგიონის სამ რაიონში დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურა. დაიჭრა ორი ადამიანი.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 18 მარტს საღამოს დრონებით შეტევა იყო ქალაქ ლვოვზე. ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ კოზიცკის თანახმად, ერთ-ერთი სამიზნე იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა, არის ნგრევა. სხვა შედეგები კოზიცკის არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 19 მარტს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 18 მარტის საღამოდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 133 უპილოტო საფრენი აპარატით.
საჰაერო ძალების სარდლობას 19 მარტის დილის რვა საათისთვის დადასტურებული ჰქონდა 109 დრონის მოგერიება, 20-თ პირდაპირი დარტყმა 11 ადგილზე და ნამსხვრევების ჩამოცვენა 7 ადგილზე.
