გერმანია ნატო-ს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს

გერმანია ნატო-ს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს.

11 ქვეყნის 10 000 ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე პოტენციურ საფრთხეებზე რეაგირებისთვის მზადყოფნაში ივარჯიშებს.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა ეს წვრთნები ნატო-ს ერთიანობას ადასტურებს.

„აღმოსავლეთ საზღვრებზე თუ რამე მოხდება, ნატო-ს ჯარები სწრაფად უნდა გადაიშალოს. რა თქმა უნდა, ეს გერმანიის გავლით უნდა მოხდეს“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გამწვავდა, განსაკუთრებით, ბალტიის ზღვაში. მისივე განმარტებით, ნატო ამ წვრთნებით აჩვენებს, რომ მზად არის მოქმედებისთვის.

„რუსეთი ჰიბრიდული ომით გვემუქრება, მისი „ჩრდილოვანი ფლოტი“ წყალქვეშა ინფრასტრუქტურას აზიანებს. ჩვენ, ნატო ვაჩვენებთ მოქმედების შესაძლებლობას აქ და სხვაგან, მათ შორის ამ წვრთნების მეშვეობით. შეტყობინება ჩვენი პარტნიორებისთვის მკაფიოა, ნატო-ს შეუძლია, გერმანიას, როგორც მთავარ ცენტრს, დაეყრდნოს“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.