ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 124
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 26 ადამიანი დაშავდა, ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. ავტობუსი თექირდაღიდან ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთისკენ მიემართებოდა.
ბოლო დღეების განმავლობაში ანტალია ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა.
„მიწა სველი იყო და ტერიტორიაზე ნისლიც იყო. ეს არ არის ადგილი, სადაც სიჩქარის გადაჭარბებაა შესაძლებელი, მაგრამ, როგორც ჩანს, ავტობუსი დიდი სიჩქარით მოძრაობდა“, - აღნიშნა ანტალიის პროვინციის გუბერნატორმა ჰულუსი შაჰინმა.
No article in the selected categories
