არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 65
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, მოლაპარაკებები დღეს აბუ-დაბიში დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხი აბდულა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ჩატარებას მიესალმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები წვლილს შეიტანს კრიზისის დასრულებისკენ ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც თითქმის ოთხი წელია გრძელდება და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა გამოიწვია," - წერია განცხადებაში.
No article in the selected categories
