ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად მემანქანე დაიღუპა და 37 ადამიანი დაშავდა

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და შემაკავებელ კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მატარებლის მემანქანე დაიღუპა და სულ მცირე 37 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.

კატალონიის რეგიონალური სახანძრო ინსპექტორმა კლაუდი გალარდომ განაცხადა, რომ მატარებლიდან ყველა მგზავრი გამოიყვანეს.

ინციდენტი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი შტორმის დროს ფონზე მოხდა, ესპანეთის აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო რაიონებში კი ამინდის გამო საფრთხის მაღალი დონეა გამოცხადებული.

სამშაბათს ბარსელონას სამგზავრო ქსელის კიდევ ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. მატარებელი ბარსელონას ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბლანესსა და მაჩანეტ-მასანესს შორის მოძრაობდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ანდალუსიის შტატის ქალაქ ადამუზში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.