ტრამპის სატარიფო მუქარის შემდეგ, ევროპარლამენტმა აშშ-ის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაცია გაყინა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 53
ევროპარლამენტმა აშშ-ის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაცია შეაჩერა გრენლანდიასთან დაკავშირებით უთანხმოების ფონზე დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული სატარიფო მუქარის შემდეგ.
როგორც Le Monde წერს, ევროპარლამენტი მომავალ კვირებში აპირებდა შეთანხმებაზე კენჭისყრას, რომელიც მათ შორის ამერიკულ სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებს. თუმცა, ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ტრამპის მუქარების ფონზე მათ სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინეს.
გრენლანდიის საკითხზე ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა დღითი დღე იძაბება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საკითხმა ყურადღება ხელახლა მას შემდეგ მიიქცია, რაც NATO-ს წევრმა 8 ევროპულმა სახელმწიფომ სიმბოლური რაოდენობის ჯარისკაცებისაგან შემდგარი მისია “არქტიკული გამძლეობის” გრენლანდიაზე გაგზავნა. ტრამპმა საპასუხოდ 8-ვე სახელმწიფოს, მათ შორის ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას 1-ელი ტარიფების 10%-ით გაზრდა დაუანონსა და თქვა, რომ თუ გრენლანდიის საკითხი მისთვის სასურველი სცენარით არ გადაწყდებოდა, 1-ელი ივნისიდან ტარიფების მოცულობა 25%-მდე გაიზრდებოდა.
No article in the selected categories
