შსს-მ ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 120
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკების მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.ი. ბათუმში დააკავეს.
დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
No article in the selected categories
