ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 129
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით „ფულის გათეთრებაში“ და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ხუთშაბათს, 2026 წლის 23 აპრილს გამოაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, პატიმრობა მიესაჯათ ამავე საქმეებზე დაპატიმრებულებს ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს.
საპროცესო შეთანხმება ილია ღუდუშაურს, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს.
დამატებითი სასჯელის სახით მას ჩამოერთვა ქონება მათ შორის ესპანეთში, მაგალას პრივინციაში მიწა და სახლი, თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი
No article in the selected categories
