სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 61
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს და ზ.ფ. ბრალდებულის სახით დააკვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
