თბილისში 108 შეკვრა ნარკოტიკის რეალიზაციისთვის უკრაინის 2 მოქალაქეა დაკავებული — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ი.ი. და 1985 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 108 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.