ექსკლუზივი: ვინ არის პოლიციელი, რომელიც ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 174
ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ქსელური მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული პოლიციელი 32 წლის ტარიელ რიჟვაძეა. ეს უკანასკნელი ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების მოქმედი თანამშრომელი იყო.
როგორც "პირველებს" სანდო წყარო ეუბნება, პოლიციელმა აზარტულ თამაშებში თანხა წააგო, ე.წ. თავანის ჩაბარება კი გახდა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მიზეზი.
ამავე წყაროს მტკიცებით, ყაჩაღობის შემდეგ რიჟვაძემ 112-ში თავად დარეკა და დანაშაულის შესახებ შეატყობინა.
სავარაუდოდ ყაჩაღობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურატურა ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს.
შსს-ს პრესცენტრში კი აცხადებენ, რომ შემთხვევას პროკურატურა იძიებს.
წყარო: tv pirveli
No article in the selected categories
