განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს — შსს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 78
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2002 წელს დაბადებული ო.ბ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი - 809 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
