სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში -შსს-ს კომენტარი

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სხე­უ­ლის ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი სამ­ტრე­დი­ა­ში ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში ეყა­რა, კონ­კრე­ტუ­ლად კი, "TV პირ­ველ­მა”ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით მო­ამ­ზა­და სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ უკვე თვე­ზე მე­ტია, კლი­ნი­კე­ბი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი ძვე­ლი ფერ­მის დან­გრე­ულ შე­ნო­ბა­ში მი­აქვთ და შე­ფუ­თულს ტო­ვე­ბენ.

სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს, კლი­ნი­კებ­ში სხე­უ­ლის ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი სო­ფელ მე­ლა­უ­რის მცხოვ­რებ­ლებ­მა ყო­ფი­ლი ფერ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ყუ­რა­დღე­ბა მძაფრ­მა სუნ­მა მი­იქ­ცია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძაღ­ლებ­მა გა­მო­ი­ტა­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სამ­ტრე­დი­ის ერთ-ერთ სო­ფელ­ში გა­რე­მოს­თვის სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბის ან ნარ­ჩე­ნი­სად­მი მო­პყრო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის მუხ­ლით სამი პირი და­ა­კა­ვეს.

კერ­ძოდ, შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 288-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­რე­მოს­თვის სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბის ან ნარ­ჩე­ნი­სად­მი მო­პყრო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.