აჭარაში, ერთ-ერთ კლინიკაში, ქალმა ახალშობილს ყელი გამოჭრა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 94
22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილს ყელის და სახის არეში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაზიანებები, რის შემდეგაც მოათავსა პოლიეთილენის პარკში და აპირებდა მის მოშორებას.
ქალბატონი ახალშობილთან ერთად დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ამავე კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ჩვენი უნფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქ/პუნქტებით.
No article in the selected categories
