თბილისში ხუთი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 48
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული ნ.ა.დააკავეს.
შსს-ს ცნობით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე ხუთი ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ქურდობისას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
No article in the selected categories
