თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 54
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი: 2004 წელს დაბადებული ზ.თ., 2000 წელს დაბადებული ნ.დ., 1990 წელს დაბადებული შ.შ. და 1997 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 თებერვალს თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1990 წელს დაბადებულ ვ.ა.-ს – განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო 1988 წელს დაბადებულ პ.კ.-ს და 1990 წელს დაბადებულ გ.ზ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
No article in the selected categories
