გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 105
გარდაბანში კაცმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი მაღაზიაში მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ, რომელი კარადა ეყიდათ და ამის გამო კონფლიქტი წამოიწყეს. ამ დროს მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
No article in the selected categories
