შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი ოთხი პირი დააკავეს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 36
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იძებნებოდნენ.
„სამართალდამცველებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმსა და თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს. დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
No article in the selected categories
