სეს-მა ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 39
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმერეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა შავგულიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტი შეამოწმეს, სადაც ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველებს კლავდა.
უწყების ცნობით, ცხოველების დაკვლა და გოჭების წვა თვითნებურად მოწყობილ სივრცეში ხორციელდებოდა. არაგეგმური ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.
სეს-ის ინფორმაციით, საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
No article in the selected categories
