სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი არასრულწლოვანი წევრი დააკავეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 100
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებული რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს.
მათ ბრალი ედებათ მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. ორივე დაკავებული არასრულწლოვანია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებული რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. დაკავებულთაგან ორივე არასრულწლოვანია.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებების გატარებას, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - აღნიშნეს შს სამინისტროში.
სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი 16 იანვარს დააკავეს, რომლებიც სხვადასხვა ასაკის პირზე განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ.
საქალაქო სასამართლომ ფაშისტური დაჯგუფების 16-ვე წევრს პატიმრობა 18 იანვარს შეუფარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
No article in the selected categories
