"სარფის" საბაჟოზე „მეტამფეტამინი“, „პრეგაბალინის“ და კოკაინის მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა

"სარფის" საბაჟოზე „მეტამფეტამინი“, „პრეგაბალინის“ და კოკაინის მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში და სხეულზე მალულად განთავსებული 78 აბი აკრძალული მედიკამენტები („მეტამფეტამინი“ და „პრეგაბალინი“), ასევე 2 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ გამოავლინეს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების და ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.