ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 58
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.
სამართალდამცველებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ საავტომობილო ზონაში, ბრალდებულის პირადი შემოწმებისას, 34 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
