პოლიციამ ოჯახში ძალადობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი – 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი რ.მ. მარნეულში დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა მსჯავრდებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს. რ.მ. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.