ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 58
ოკუპანტებმა ჩორჩანას სიახლოვეს საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ინფორმაციას გამოცემა "ქართლის ამბები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროში მცხოვრები გია ხარაზიშვილია.
გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ კაცი ცხენით იმყოფებოდა და დაკარგულ ცხენს ეძებდა და ის, დაახლოებით 10 დღის წინ, სწორედ ამ დროს დააკავეს.
"როგორც ვიცი, დაუკავშირდა ოჯახს და აცნობა, რომ კარგად არის. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია", - ამბობენ ადგილობრივები.
ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
No article in the selected categories
