არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ბრალდებას, რისთვისაც დამაკავეს, არ გაითვალისწინებდნენ - ჯუანშერ ბურჭულაძე
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 77
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ ბრალდება, რომლითაც იგი დააკავეს, აბსურდულია და მას "არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ გაითვალისწინებდნენ".
"რაც შეეხება მტკიცებულებებს და ბრალს. არვიცი, იმდენად აბსურდულია, რანაირად გავაკეთო კომენტარი, თუმცა ის, რაც აღნიშნა ბრალდებამ და ზოგადად, ჩემი დაკავებამოხდა ერთი- მტკიცებულება იყო ირიბი და ჩვენება იყო შეცვლილი. მე მგონია, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა. ეს ერთი და მეორე მტკიცებულება იყო თითქოს შევნიღბე მე ლეგალიზაციის მიზნით და ამბობენ უძრავ ქონებას, რომელზეც მე თვითონ ვამბობ, არ გამიყიდია-მეთქი. თითქოს გაასხვისაო და იმით შეიძინაო. მე თვითონ არც ერთ ჩვენებაში არ მითქვამს, რომ ამით შევიძინე-მეთქი.
ქონება, რომელიც მე გავასხვისე, ის მათ შორის, მათი დასკვნაც ასახავს იმას, რომ ის თანხა დავფარე სხვა ორი ქონების რეალიზაციით, რომელიც ჩემს ოჯახს შეძენილი ჰქონდა 2011 და 2007 წელს. ორი ბინა, რომელიც ჩემს ოჯახს ჰქონდა შეძენილი, ორივე ბინა მქონდა მათ შორის მქონდა დეკლარირებული. ერთი ბინის რეალიზაცია, რომელიც დედაჩემმა მოახდინა, ეჭვს არ იწვევს ბრალდების მხარისთვისაც. მეორე ბინა, რომელიც დეკლარაციაშიც ასახული მქონდა, ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობს და ფაქტობრივი მფლობელი ჰყავს - ამ ბინას აყენებენ ეჭვქვეშ. სხვა არგუმენტაცია ამას არ აქვს.
ვაკონკრეტებ - ორი ბინა, რომელიც გავასხვისე და რომელიც იყო შეძენილი ჩემს საჯარო მოხელეობამდე, ამით შევიძინე ესპანეთის სახლი და რაც შეეხება იმ ფორმალურ თუ ფიქტიურ გადაფორმებას, მე თვითონ ვამბობ, იმით არ მიყიდია ის ბინა. ბინის საფასური, რომელიც დაახლოებით 500 ათასი ევრო ღირდა, დავფარე მე ორი ბინის რეალიზაციით. ეს არის ბრალდება, ამის საფუძველზე დამაკავეს მე"- თქვა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე.
ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
