გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 61
სუს-ის ყოფილი უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრებოდა. სხდომაზე ადვოკატმა წაიკითხა ლილუაშვილის წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ სანამ არ გაეცნობა საქმის მასალებს, არ აქვს სურვილი დავესწრო სხდომას.
ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა დაიხურა. შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.
23 დეკემბერს, პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა. მას ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. ლილუაშვილს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით ედება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
