საპატრულო პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 56
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2001 წელს დაბადებული ლ.ძ. და 1993 წელს დაბადებული დ.ბ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში, კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს, რომლებიც აპარატის მიერ აღქმული იქნა ფულად თანხად. ბრალდებულების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კრიპტოვალუტის ჩასარიცხი აპარატის მფლობელ კომპანიას 8000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
No article in the selected categories
