ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 63
ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს — ამის შესახებ პაიკიძის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა
პაიკიძე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე იძებნებოდა — მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული
პროკურატურის ცნობით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს
ბიჭიკო პაიკიძეს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, კომპანიის დირექტორსა და 4 თანამშრომელს - 6-დან 9-წლამდე
No article in the selected categories
