2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს 54 მილიონი დოლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. მეორე პოზიციას იკავებს იტალია 50 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები 19%-ით შემცირდა და მან 39.9 მილიონი დოლარი შეადგინა.
2025 წლის აპრილში საქართველოს ფულადი გზავნილების ტოპ 10 ქვეყანა
# ქვეყანა გზავნილების მოცულობა ზრდა/კლება წინა წელთან
1 აშშ $54.0 მილიონი დოლარი; 17%
2 იტალია $50.2 მილიონი დოლარი; 10%
3 რუსეთის ფედერაცია $39.9 მილიონი დოლარი; -19%
4 გერმანია $24.8 მილიონი დოლარი; 20%
5 საბერძნეთი $24.6 მილიონი დოლარი; 12%
6 ისრაელი $22.2 მილიონი დოლარი; 11%
7 თურქეთი $8.6 მილიონი დოლარი; 6%
8 ესპანეთი $7.9 მილიონი დოლარი; 40%
9 ყირგიზეთი $7.8 მილიონი დოლარი; 40%
10 ყაზახეთი $7.2 მილიონი დოლარი. -42%