სამგორის რაიონს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 120
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
ამჯერად, სამუშაოები ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, N7 კორპუსის მიმდებარედ, 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი და სპორტული სივრცე, დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა, ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 474 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.
No article in the selected categories
