სამგორის გამგეობის ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 49
სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში ხუთდღიანი ახალგაზრდული ბანაკი - "ახალგაზრდა მოქალაქე, ძლიერი თვითმმართველობა" დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ქონდათ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აემაღლებინათ ცოდნა, აღმოეჩინათ და განევითარებინათ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარი აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად, ასევე, გაეუმჯობესებინათ ლიდერული თვისებები.
მონაწილეთა მგზავრობა, სასტუმროში განთავსება და კვება სამგორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
ბანაკის დახურვას სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე და ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, ვაჟა კოკაია დაესწრენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი ინიციატივებისთვის და აქტიური ჩართულობისთვის.
No article in the selected categories
