დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი ეწყობა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 72
სოფელ დიდ ლილოში, არჩილ მეფის N5-ში, 9 104 კვ.მ ფართობზე სპორტული კომპლექსი ეწყობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოედნის შემოღობვისა და გასახდელების სამშენებლო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში, 3 220 კვ.მ ფართობზე მოეწყობა UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 120 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ასევე, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი მცირე ზომის გასახდელები.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 200 კვ.მ ფართობის პადელის მოედნის, სატრენაჟორო სივრცისა და სარბენი ბილიკის მოწყობა.
პროექტის ღირებულება 2 049 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2026 წლის აგვისტოში დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა ხაბარელსა და საქართველოს პარლამენტის დელეგატ ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად დაათვალიერა.
No article in the selected categories
