სამგორის რაიონში უხვი ნალექის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 127
მოსული უხვი ნალექის გამო, სამგორის რაიონში, ისევე როგორც მთელ დედაქალაქში, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები.
ამ დროისთვის, დაფიქსირებული შეტყობინებების უმეტესობა ხეების წაქცევასა და ტოტების მტვრევას უკავშირდება.
გამგეობის კონტრაქტორი კომპანია, „თბილსერვის ჯგუფი“ და საქალაქო სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რათა მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.
საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დაუკავშირდეს თბილისის მერიას და „თბილსერვის ჯგუფს“ ცხელი ხაზის ნომრებზე: 2 72 22 22; 2 61 90 50 ან მოგვწეროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
No article in the selected categories
